Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია „ენა და კულტურული იდენტობა“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი 2025 წლის 29 მაისს ატარებს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას თემაზე:   „ენა  და  კულტურული  იდენტობა“.

კონფერენციაში  მონაწილეობა  შეუძლიათ სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს.

 

კონფერენციის მიზანი:

  • სამეცნიერო  სიახლეების  წარმოჩენა
  • სტუდენტების სამეცნიერო პოტენციალის გამოკვეთა და მოტივაციის გაზრდა
  • ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა
  • კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია
  • ზეპირი  ისტორიების მოძიება-დამუშავებაში  სიახლეების დანერგვა

 

კონფერენციის  ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები:

  • ძველი და ახალი ქართული სალიტერატურო ენა
  • ქართული დიალექტოლოგია
  • უდამწერლობო ქართველური ენები: მეგრული, ლაზური, სვანური
  • ქართველური ლექსიკოლოგიისა და ონომასტიკის საკითხები
  • ქართული პალეოგრაფია, კოდიკოლოგია, ტექსტოლოგია
  • ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები

 

შენიშვნა: ზემოაღნიშნულთან ერთად კონფერენციაზე მიიღება ქართველოლოგიური თე­მატიკის  სხვა მოხსენებებიც.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გა­მოქ­ვეყნებული ან წაკითხული სხვა რომელიმე სამეცნიერო ღონისძიებაზე საქ­არ­თვე­ლოში ან უცხოეთში.
  • აუცილებელია სამეცნიერო ხელმძღვანელმა თეზისები დაამოწმოს ხელმოწერით (ელექტრონული ფოსტის მისამართისა და ტელეფონის მითითებით).
  • კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: დასწრებული (მოხსენება).
  • კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული

 

კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველებმა  თეზისები უნდა  გამოგზავნონ 2025 წლის 1 მაისამდე ელექტრონული  ფოსტის  მისამართზე:  georgejgharkava@gmail.com

 

თეზისების გაფორმების წესი:

გაერთიანებულ დოკუმენტში  (MS Word, ფორმატი — A4) 12 ზომის შრიფტით  ქართულ ენაზე  გთხოვთ შეიტანოთ  შემდეგი  მონაცემები:

  • ავტორის სახელი და გვარი.
  • სწავლების საფეხურის, უნივერსიტეტისა და  ფაკულტეტის დასახელება.
  • ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სამეცნიერო ხარისხის, აკადემიური თანამდებობისა და უნივერსიტეტის მითითებით).
  • მოხსენების სათაური.
  • 3-5  საკვანძო სიტყვა ქართულად.
  • თეზისების ძირითადი ტექსტი   (MS Word-ით).
  • შრიფტი —  UNICODE (Sylfaen).
  • გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრუ­ლებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
  • თეზისის მოცულობა  არ უნდა აღემატებოდეს 200-250  სიტყვას.
  • კონფერენციის პროგრამა და მოხსენბათა თეზისები  გამოქვეყნდება.
  • მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

 

საკონტაქტო პირი:  ფილოლოგიის დოქტორი  გიორგი ჯღარკავა

ტელ.: 514 833 883

თსუ, I კორპუსი, ოთახი 208

 

კონფერენციის  საორგანიზაციო კომიტეტი  გისურვებთ  წარმატებებს!